<<< მთავარი
ძუძუმწოვრები- Mamalia
ძუძუმწოვრები ხერხემლიან ცხოველთა კლასია. ისინი ნაშიერს
რძით კვებავენ, რომელიც სარძევე ჯირკვლებში გამომუშავდება. ამიტომ უწოდეს ამ კლასს
ძუძუმწოვრები.მათი უმრავლესობა ცოცხალმშობიარეა. სხეული დაფარულია ბალნით; ახასიათებთ
ოფლისა და ცხიმის ჯირკვლები. ძუძუმწოვრები თბილსისხლიანი ცხოველებია. აქვთ ოთხსაკნიანი
გული; სუნთქავენ ფილტვების საშუალებით; აქვთ კარგად განვითარებული ნერვული სისტემა. ძუძუმწოვრების უმრავლესობა ხმელეთზე ცხოვრობს, თუმცა
ზოგი სახეობა, მაგალითად: დელფინები და ვეშაპები - წყლის ბინადარნი არიან.ძუძუმწოვრები ხერხემლიან ცხოველთა კლასია. ისინი ნაშიერს
რძით კვებავენ, რომელიც სარძევე ჯირკვლებში გამომუშავდება. ამიტომ უწოდეს ამ კლასს
ძუძუმწოვრები.მათი უმრავლესობა ცოცხალმშობიარეა. სხეული დაფარულია ბალნით; ახასიათებთ
ოფლისა და ცხიმის ჯირკვლები. ძუძუმწოვრები თბილსისხლიანი ცხოველებია. აქვთ ოთხსაკნიანი
გული; სუნთქავენ ფილტვების საშუალებით; აქვთ კარგად განვითარებული ნერვული სისტემა. ძუძუმწოვრების უმრავლესობა ხმელეთზე ცხოვრობს, თუმცა
ზოგი სახეობა, მაგალითად: დელფინები და ვეშაპები - წყლის ბინადარნი არიან.