თეთრი მარტორქა გავრცელებულია აფრიკაში. ეს სახეობა ერთ-ერთია მარტორქების დღემდე შემორჩენილი ხუთი სახეობებიდან. მარტორქების ყველა სხვა სახეობებთან შედარებით, ის ყველაზე სოციალურია.
აღწერა: თეთრი მარტორქა, სპილოების სახეობების შემდეგ, მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი ხმელეთის ძუძუმწოვარია. მას აქვს მასიური სხეული, დიდი თავი და მოკლე კისერი. თავის და სხეულის სიგრძე 4,2 მეტრს აღწევს, სიმაღლე მხრებში 1,5-2 მეტრს, წონა კი 3 630 კგ-ს. მამრი მდედრზე ოდნავ უფრო მძიმეა. კისერზე მარტორქას შესამჩნევი შესქელება ახასიათებს. ყოველ ფეხს სამი თითი აქვს. სხეულის შეფერილობა მოყავისფროდან მონაცისფრომდე მერყეობს. თმა მხოლოდ ყურებზე და კუდზე აქვს. ყურები დამოუკიდებლად მოძრაობს.
გამრავლება: მდედრები სქესობრივ სიმწიფეს 6-7 წლის ასაკში აღწევენ, მამრები კი, 10-12 წლის ასაკში. წყვილი ერთად 5-20 დღის განმავლობაში დადის, შემდეგ ცხოველები ერთმანეთს ცილდებიან. მაკეობა 16-18 თვეს გრძელდება. იბადება ერთი ნაშიერი, რომელიც 40-65 კგ-ს იწონის. დაბადებიდან პირველი 2-3 დღის განმავლობაში იგი ფეხზე ცუდად დგას. დედა საკუთარ ნაშიერს ძალიან კარგად იცავს და ისინი ერთად 2-3 წელიწადს ცხოვრობენ.
თეთრი მარტორქას სიცოცხლის ხანგრძლივობა 40-50 წელიწადს აღწევს. ზრდასრულ მარტორქას, მისი ზომების გამო, ბუნებრივი მტრები პრაქტიკულად არა ჰყავს. (ადამიანს თუ არ ჩავთვლით).
ქცევა და ეკოლოგია: თეთრი მარტორქა ბალახოვან გარემოში და სავანაში ბინადრობს. წყალს, თუ ის მისაწვდომია დღეში ორჯერ სვამს, მაგრამ თუ სიმშრალეა, წყლის გარეშე ოთხ დღეს ძლებს. ნახევარ დღეს იგი ჭამაში ატარებს, დღის ერთ მესამედს ისვენებს და დანარჩენ დროს სხვა საქმიანობით არის დაკავებული. სხეულის გასაციველბად თეთრ მარტორქას უყვარს ტალახის აბაზანების მიღება.

სახელის წარმოშობა: სახელის ”თეთრი მარტორქა” წარმოშობის პოპულარული ვერსიაა, ინგლისურსა და ჰოლანდიურ ენებს შორის არევა. ჰოლანდიელებმა ამ მარტორქას “wijd-ვაიდ” დაარქვეს, რაც ინგლისურად დაახლოებით ასევე ჟღერს როგორც”wide-ვაიდ” რაც ფართეს ნიშნავს, რადგან ამ სახეობის მარტორქას ფართე პირი აქვს. მაგრამ, სამხრეთი აფრიკის ინგლისურ-ენოვანმა მოსახლეობამ სიტყვა “wijd” აღიქვა, როგორც “white – უაით”, რაც ინგლისურად თეთრს ნიშნავს. ამიტომაც ამ სახეობის მარტორქას თეთრი მარტორქა შეერქვა. შემდგომში ეს სახელწოდება სამხრეთ აფრიკაში მცხოვრებმა ინგლისელებმა და ბურებმაც გამოიყენეს და ფართო გავრცელება ჰპოვა.
დიდი და ძლიერი სხეულის მქონე მარტორქა, მისი ახლო მონათესავე ცხენისგან განსხვავებით დიდ დისტანციაზე გადაადგილებას არ საჭიროებს. სამაგიეროდ,მას განვითარებული აქვს მტკიცე ჯავშნისმაგვარი კანი, რაც თავდასხმების მოგერიებაში ეხმარება. დიდი თავი ეყრდნობა წინა ფეხებს, რომლებიც სხეულის ძირითად საყრდენს წარმოადგენს.
გადაადგილებისას ძირითადი დატვირთვა გადადის უკანა ფეხებზე. მარტორქებს, სხვა კენტჩლიქიანებთან შედარებით, მეტი ნეკნები აქვთ - მხოლოდ ასეთი ჩონჩხის კარკასი გაუძლებდა უზარმაზარი სხეულის დატვირთვას. მარტორქებს შეგრძნებებიდან ყველაზე კარგად განვითარებული აქვთ ყნოსვა, რაც დიდ მანძილზე საფრთხის აღქმის საშუალებას აძლევს.

ავტორი სალომე ხურციძე