იგი ძუძუმწოვრების ქვერიგის პრიმატების
რიგის წარმომადგენელია; აერთიანებს უმაღლესი ძუძუმწოვრების და ადამიანის ოჯახსაც. ბალნიანი საფარველი კარგადაა განვითარებული. სხეულის ზოგიერთ უბანზე ბალანი შეიძლება ძლიერ იყოს დაგრძელებული, რის შედეგადაც წარმოიქმნება ფაფარი, ულვაშები, წვერი. უმრავლესობას სახე და ყურები ტიტველი აქვს. პივაინებს აქვთ ძლიერ განვითარებული საჯდომი კორძები, რომლებიც მეტწილად მკვეთრი წითელია. მაიმუნებს კარგად აქვთ განვითარებული მიმიკური კუნთებიც. კბილების რაოდენობა განსხვავებულია. კუჭი ჩვეულებრივ მარტივია, მათ დიდი თავის ტვინი აქვთ. გრძნობის ორგანოებიდან კარგად აქვთ განვითარებული მხედველობა და სმენა. თათები სატაცია. ორივე წყვილ კიდურზე ცერი უპირისპირდება დანარჩენ თითებს. თითებზე აქვთ ფრჩხილები.

ლანა კაჭკაჭაშვილი