ბამბუკის დათვი, დიდი პანდა ძუძუმწოვარი ცხოველი დათვისებრთა ოჯახისა, რომელიც მსოფლიოს იშვიათი ცხოველების რიცხვს მიეკუთვნება. მათი რაოდენობა ძალიან მცირდება, თუმცა დღესდღეობით მრავალი ღონისძიება ტარდება მათი გადარჩენის უზრუნველსაყოფად. სხეულის სიგრძე 1,5 მ-მდე, წონა 100კგ-მდე. აქვს თეთრი ბალანი ყურებზე, ფეხებზე,კუდის წვერზე და მხრების მიდამოებში კი-შავი. ძირითადი კბილები მძლავრი და ბლაგვია. მხოლოდ პანდასთვის არის დამახასიათებელი წინა კიდურებზე დიდი ზომის ცერი. ეს არის მაჯის განსაკუთრებული ძვალი, რომელიც დაფარულია სქელი ბეწვით და ეხმარება ცხოველს კვების დროს.
პანდა ბინადრობს ცენტრალურ ჩინეთის სამხრეთით მთებში მდებარე ცივ, ნესტიან ტყეებში (აღმოსავლეთი ტიბეტი, სიჩუანი,იუნანი) 1200-4000მ სიმაღლეზე. სწორედ აქ იზრდება მისი საყვარელი საკვები ბამბუკი. ბამბუკის ტყეები აქ 30000კვ.კმ-ზეა გადაჭიმული, მაგრამვარაუდობენ, რომ პანდებს დაკავებული აქვთ მხოლოდ 6000კვ.კმ.პანდები იშვიათად ცხოვრობენ ოჯახებში, ისინი თავს არიდებენ ერთმანეთს და მარტოობას ამჯობინებენ. გიგანტური პანდა აქტიურობას ღამით გამოხატავს. მთელ დღეს ისინი ძილში ატარებენ.ამისთვის პანდა ადგილს ირჩევს ან კლდის მიყრუებულ ადგილს, ან ხის ფუღუროში. შებინდებისას იგი იღვიძებს და გათენებამდე აქტიურია.
გიგანტური პანდა მიეკუთვნება მცენარისმჭამელ ცხოველებს.მისი საყვარელი საჭმელია ბამბუკის ფოთლები, ასევე ტოტები, ყლორტები და ფესვები. პანდა იკვებება ჩაცუცქულ მდგომარეობაში, ტოტების მოტეხვაში კი მისი განსაკუთრებული ცერა ეხმარება. გიგანტური პანდების უმრავლესობა დაახლოებით 16 საათს კვებას უთმობს. მას დიდი რაოდენობით საკვები სჭირდება დასანაყრებლად. მოზრდილ პანდას დღეში 10-20 კგ ბამბუკი სჭირდება, ზოგჯერ მეტიც. თუ სხვა ცხოველი მიღებულ საკვების 80 % ინელებს, პანდა მხოლოდ 17%.
ახალშობილი პანდა ბრმაა, უბეწვო და იწონის 150 გრამზე ნაკლებს.ახალშობილი დედის რძით იკვებება და სწრაფი ტემპით იზრდება. ერთ დღეში მისი ბეწვის საფარი საგრძნობლად გაზრდილია და უკვე ემჩნევა შავი ლაქები, ორ კვირაში კი თვალებს ახელს. სამ თვემდე პანდას ბელი დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ამ დრომდე დედა პანდა მას ხელით ატარებს. ზოგჯერ1-1,5 წლის ასაკში ბელი ტოვებს დედას და დამოუკიდებლად ცხოვრებას იწყებს.
გიგანტური პანდების რიცხვი ბუნებაშიკლებულობს და ეს სახეობა გადაშენების ზღვარზეა. მათი გადაშენების ძირითადი მიზეზი იმაში მდგომარეობდა, რომ პანდების საბინადრო ტყეები უმოწყალოდ იჩეხებოდა. მათ ადგილას შენდებოდა დიდი ცივილიზებული ქალაქები დარაიონები. პანდა ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის სიმბოლოა, რამაც მას ერთგვარი რეკლამა გაუკეთა, რის შედეგადაც ჩინეთის მთავრობამ სერიოზული ღონისძიებები გაატარა მათ დაცვაში.ჩინეთის პროვინცია სიჩუანში მდებარე ვოლუნის ნაკრძალში მომუშავე სპეციალისტებს პანდის ფორმა აცვიათ, რადგანაც პატარა პანდას ადამიანები არასოდეს უნახავს. ნაკრძალის მომსახურე პერსონალისთვის სპეციალურად პანდის ფორმა იკერება. ტერიტორიაზე კოსტუმის გარეშე შესვლა აკრძალულია. პატარა პანდას ველურ ბუნებაში გასაშვებად ამზადებენ.
მცირე (წითელი) პანდები(Ailurusfulgens) - გიგანტურ პანდებს არ ენათესავებიან. ისინი ჩინეთისა და ნეპალის ტყეებში ბინადრობენ და დროის უმეტეს ნაწილს ძილში ატარებენ. ღამღამობით კი ბამბუკსა და პატარა ცხოველებს მიირთმევენ
პანდა-მიუხედავად იმისა, რომ კლასიფიკაციით პანდები მტაცებელ ცხოველებს ეკუთვნის, მათი საკვების რაციონი თითქმის მთლიანად მცენარეულია. ზრდასრული პანდა დღეში 30 კილომდე ბამბუკს მიირთმევს. მცირე რაოდენობით,მაგრამ მაინც ჭამენ კვერცხს და ზოგი სახეობის მწერს, რომელსაც მცენარეული საკვები ვერ ანაზღაურებს.
დიდი ხნის განმავლობაში ვერ ხერხდებოდა როგორც დიდი, ასევე პატარა პანდების სახეობის კლასიფიკაცია, რადგანაც ისინი ატარებენ როგორც დათვების, ისე ენოტების მსგავ ნიშნებს. საბოლოოდ, გენეტიკურმა ანალიზმა აჩვენა, რომ პანდა დათვია და მისი უახლოესი ნათესავია სათვალიანი დათვი, რომელიც ჩრდილოეთ ამერიკის კონტინენტზე ბინადრობს.
ნია ოზბეთელაშვილი