პონი ტანად პატარა სიმაღლით 80-140 სმ. ცხენი, რომელიც გამოყვანილია ბრიტანეთის (მათ შორის შეტლანდის, ჰებრიდის, ირლანდიის და სხვა), ისლანდიის, კორსიკის, სიცილიის, გოტლანდის, ჰოკაიდოს (იაპონია) კუნძულებზე. არსებობს დაახლოებით 20-მდე ჯიში. პონს იყენებდნენ წვრილ-გლეხურ მეურნეობაში სხვადასხვა სამუშაოების შესასრულებლად, მაღაროებში. მთის ბილიკებიან გზებზე ტვირთის გადასიდად, ქალაქში პროდუქტების დასატარებლად და სხვა. ამჟამად მად ძირითადად იყენებენ პარკებსა და ბაღებში ბავშვების გასასეირნებლად. ზოგ ქვეყანაში გამოჰყავთ პონის სპეციალური საჯდომი და შესაბმელი ჯიშები.
პონის ჯიშის სხვა ცხენებისგან იმით გამოარჩევთ,
რომ მათ აქვთ მოკლე ფეხები, გრძელი ფაფარი კუდი და სქელი ბეწვი, რომელიც შოტლანდიის მკაცრ კლიმატში კარგად იცავს ცხოველს.
ძირითადად, შავი ან მუქი ყავისფერია.
შოტლანდიური პონის მაქსიმალური სიმაღლე 107 სანტიმეტრს აღწევს, გამონაკლისი მხოლოდ ამერიკაში გამოყვანილი შოტლანდიური პონია, რომლის სიმაღლე 117 სანტიმეტრია.
მისი სახელი იმაზე მეტყველებს, რომ ეს ცხოველი თავდაპირველად შოტლანდიის ჩრდილო-აღმოსავლეთით მდებარე შეტლანდის კუნძულებზე ბინადრობდა. არქეოლოგებმა ამ კუნძულებზე აღმოაჩინეს პატარა შოტლანდიური პონის ძვლები. როგორც ვარაუდობენ, ეს პონი აქ ჯერ კიდევ ათასობით წლის წინათ ბინადრობდა.მართალია, ეს ცხენი ტანად პატარაა, მაგრამ საკმაოდ ძლიერია. თუ მხედველობაში მივიღებთ მის ზომას, შეიძლება ითქვას, რომ ის ყველა ჯიშის ცხენზე ძლიერია.
კარგად გაწვრთნილი პონი უწყინარი და მორჩილია. ბავშვებიც კი მათ გვერდით უსაფრთხოდ არიან. რამდენადაც შოტლანდიურ პონის ასეთი მშვიდი ბუნება აქვს,
მედიკოსები მათ სპეციალურ თერაპიულ პროგრამებში რთავენ ინვალიდთა დასახმარებლად.
პონი სხვადასხვა გარემო პირობებსაც ადვილად ეგუება, ამიტომ ის არაერთ ქვეყანაში გადაჰყავთ და ცხენსაშენებში
ამრავლებენ. „ზოოპარკში მატებაა, ჩვენი შოტლანდიური პონი დედა გახდა და ლამაზი, ჯანმრთელი კვიცი გააჩინა. კვიცი საშუალო ზომის ძაღლის სიმაღლისაა. დედა კარგად უვლის, აჭმევს და იცავს პატარას.
ფაილოძე ნინო