კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდი წარმომადგენელია, მისი წონა არის 100-300კგ. წაგრძელებული სხეული მოხატული აქვს განივი ზოლებით. გავრცელებულია ჩრდილოეთ კორეაში, უსურიისა და ამურის მხარეებში, ჩინეთში, ამუდარიის ხეობაში, იშვიათად თურქმენეთში, საქართველოში ვეფხვი არ ბინადრობს, ის თავს ესხმის ადამიანსაც. არსებობს ვეფხვის
ნაირსახეობა მაგალითად როგორიცაა უსურიული და თეთრი ბენგალიური ვეფხვი.
უსურიულ ვეფხვს უწოდებენ ასევე ციმბირის
ვეფხვსაც, ის არის ერთ-ერთი ყველაზე იშვიათი ქვესახეობა. რომელიც ბინადრობს შორეულ აღმოსავლეთში, კერძოდ – ამურის რეგიონში. მსოფლიოში გავრცელებული ვეფხვის 9 ქვესახეობიდან იგი ყველაზე დიდი ზომისაა და კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენლად ითვლება. ეს ვეფხვი ძალზე სწრაფია: თოვლში ავითარებს 80 კმ/სთ-ს და სიჩქარით მხოლოდ ავაზას ჩამოუვარდება. ზრდასრული ხვადების წონა ზოგჯერ 318 კგ-მდე აღწევს. ძუ ვეფხვები შედარებით მომცრონი არიან და
100-167 კგ-ს იწონიან. დიდი ზომის გარდა უსურიის ვეფხვი სხვა ქვესახეობებისგან გამოირჩევა ღია შეფერილობის ბეწვით და უფრო გრძელი ფაფრით — რომელიც ცივ კლიმატთან შეგუების პირობაა. ის შეტანილია წითელ ნუსხაში.1996 წლისთვის რუსეთში მიახლოებით 470 ვეფხვი იყო. მიახლოებით 10% ცხოვრობს ჩინეთში. უსურიის ვეფხვის ნახვა თბილისის ზოოპარკშიც არის შესაძლებელი.
თეთრი ბენგალიური ვეფხვი და განსაკუთრებით მისი
თეთრი ფორმა ძალიან დიდ იშვიათობას წარმოადგენს. ბალანი ნაწილობრივ ან მთლიანად
თეთრი შეფერილობისაა. მუქი ზოლების მქონე თეთრი ინდივიდები გვხვდება ბენგალიური
ვეფხვების პოპულაციაში და დატყვევებულ ციმბირულ ვეფხვებშიც, ძირითადად კი თეთრი
ბეწვი ბენგალიურ ვეფხვებშია გავრცელებული. ნარინჯისფერ ვეფხვთან შედარებით თეთრი
ვეფხვნი უფრო დიდი ზომისანი არიან, როგორც დაბადებისას ასევე ზრდასრულ ასაკშიც.
ისინი
თავიანთი უცნაური შეფერილობის გამო ძალიან პოპულარულები არიან. ამ ცხოველის ნახვა
შესაძლებელია თბილისის ზოოპარკშიც. ამჟამად ზოოპარკში ორი, ხვადი და ძუ, თეთრი
ბენგალიური ვეფხვი ბინადრობს, რომლებიც ჩამოიყვანეს 26 მაისს, ტანზანიიდან. ვეფხვების ასაკი 17-18 თვეა. თბილისი ზოოპარკი კი ჩამოყვანილი ვეფხვების
გამრავლებას გეგმავს.
ავტორი:
ლანა შამათავა