მტაცებელი
ძუძუმწოვარია აფთრისებრთა ოჯახიდან. საქართველოში გავრცელებული ერთადერთი სახეობა - ზოლებიანი
აფთარი (Hyaenahyaena).მისი
სხეული შავ-თეთრი ზოლებითაა მოხატული, ზურგზე 10-25 სმ სიმაღლის ჯაგრისის ფაფარი გასდევს,
რომელიც ქედზე უფრო აფაფრულია. სხეულის სიგრძე - 120სმ, მასა - 50კგ აღწევს. აქვს ბანჯგვლიანი, 30 სმ-მდე სიგრძის კუდი, მოკლე
და სქელი კიდურები, სქელი კისერი, მძლავრი ყბები და კბილები (ადვილად ამსხვრევს მსხვილ ძვლებს). აფთრის სიცოცხლის ხანგრძლივობა ტყვეობაში 13 წელია. ზოლებიანი აფთარი ყველაზე პატარაა აფთრებს შორის.
იგი ბინადრობს წყლიდან 10 კილომეტრის მოშორებით.
მისი ბეწვი რუხი ან ღიაყავისფერია და მუქი ზოლები გასდევს.
გავრცელებულია მთელ აფრიკასა და აზიაში
(მათ შორის შუა აზიაში და აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში).
XIX საუკუნის
ბოლომდე აღწევდა თბილისის მიდამოებამდე. ბინადრობდა მახათის მთაზე, ქორქის ტბასთან,
კუკიაზე, მარტყოფში, ახმეტაში (ბახტრიონთან), ბევრი იყო შირაქში. თითო-ოროლა ეგზემპლარი
ახლაც არის შემორჩენილი ალაზნის სანაპიროზე — შავი მთის ბოლოსა და სარქლისყურის მიდამოებში.
იკვებება ლეშით.მძუნაობს იანვარში, მაკეობა90 დღე-ღამე გრძელდება. შობს 2-4 უსუსურ, თვალებაუხილავ ლეკვს. სოროს
არ იკეთებს. შთამომავლობაზე ორივე მშობელი ზრუნავს. მდარე ბეწვის გამო სარეწაო მნიშვნელობა
არა აქვს. იგი ბუნების სანიტრის როლს ასრულებს, მაგრამ ხშირად თავს
ესხმის შინაურ და გარეულ პატარა ცხოველებს,ანადგურებს ფრინველთა ბუდეებს. მისი რაოდენობა
ყველგან შემცირებულია. ერთეულ ინდივიდებს ინახავენ
ზოოპარკებში. შეტანილია ,,
წითელ
წიგნში“.
ავტორი ამირან ჯაში და ნიკა ანჯაფარიძე