იგი მტაცებელი ცხოველია ძაღლისებრთა ოჯახიდან. მისი
სხეულის სიგრძეა 68-104 სმ, ჯუდის 22-27 სმ, ხოლო წონა 6-16 კგ. სხეულის ზომით
მდედრები არ ჩამოუვარდებიან მამრებს.
ტურა გავრცელებულია
სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპაში, ჩრდილო აფრიკაში, მცირე აზიაში, კავკასიაში, შუა
აზიიდან ინდოეთამდე. საქართველოში თითქმის ყველგან გვხვდება. ტურა ბინადრობს ბუჩქნარებში და წყალსატევების ახლოს. ბუნაგს
იკეთებს ბუნებრივ თავშესაფარში, კლდის ნაპრალებში, დედამიწის ჩაღრმავებულ
ადგილებში.
ტურა იკვებება
ცხოხელური და მცენარეული საკვებით, ძირითადად აგვისებრი მღრღნელებით,
კურდღლებით, ფრინველებით, ბაყაყით, ჭამს ლეშსაც, აგრეთვე იკვებება სხვადასხვა
ხილითაც, მაგრამ ძირითადად ტკბილი ხილით იკვებება მაგალითად: ყურძენი, საზამთრო,
ნესვი და სხვა. ის სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანს, მავლებლობით მელასაც კი აჭარბებს,
შეუძლია საქათმეში მოხერხებულად შესვლა. ტურა ჭკვიანი და მოხერხებული ცხოველია, მას შეუძლია ნახტომით მიწვდეს ფრენილ
ფრინველს, განსაკუთრებით ანადგურებს მიწაზე მყოფ ფრინველს, ის ძალიან ფრთხილია.
გამრავლება – აპრილ-მაისში ყრიან 4-6 უსუსურ ლეკვებს. ერთი თვის შემდეგ
კი ისინი შერეული საკვებით იკვებებიან.
ტურისთვის დამახასიათებელია
ხმამაღალი ყმუილი - "კივილი",
ისინი ყმუიან ნადირობის წინ, სირბილის დროსაც. არ კივიან წვიმიან ან მოღრუბლულ ამინდშ,
მოწმენდილ მთვარიან ღამეში კი განსაკუთრებით ყმუიან.
მასალა მომზადებულია ბაია ხვიჩიას მიერ