იგი მიეკუთვნება მცოხნელი ძუძუმწოვრების ოჯახს. წყვილჩლიქოსნების რიგს. აერთიანებს 2 გვარის 2 სახეობას: ჩვეულებრივ ჟირაფსა და ოკაპს.. ჩვეულებრივი ჟირაფის
(Giraffa camelopardalis) სიმაღლე
5-6 მეტრს, მასა 550-1800 კგ აღწევს.
აქვს მოკლე
სხეული, გრძელი მაღალი
კისერი, პატარა თავი,
დიდი თვალები,
მოკლე და
ვიწრო ყურები,
პატარა რქები.
არეალის სხვადასხვა
საზღვრებში შეფერილობა
ცვალებადია და
ამის გამო
ჟირაფის რამდენიმე
ქვესახეობას გამოყოფენ.
გავრცელებულია აფრიკაში საჰარის სამხრეთით. ბინადრობს სავანეებში.
ქმნის მცირე
ჯგუფებს, რომლებიც 12-15 (ზოგჯერ 70-მდე) სულისაგან შედგება.
აქტიურია დღისით.
იკვებება აკაციის ფოთლებით და
ტოტებით. აქვს კარგი
მხედველობა და
სმენა. მაკეობა 420-450 დღეს გრძელდება.
ხორცს საკვებად
იყენებენ, ტყავს — სხვადასხვა ნაკეთობისათვის.
ჟირაფის რაოდენობა ძალზე
შემცირებულია, ხოლო ზოგან
სრულიად განადგურებულია. შენარჩუნებულია უმთავრესად
ეროვნულ პარკებსა
და რეზარვატებში.
ეს საინტერესოა:
1.
ზრდასრული ჟირაფის ენა დაახლოებით ნახევარი მეტრი სიგრძისაა და ისეთი მოქნილია, რომ ყურში ჩიჩქნაც შეუძლია ))
2. ჟირაფის გული საკმაოდ მძიმეა. იგი 12 კილოგრამს იწონის და 60ლიტრ სისხლს ტუმვავს წუთში, ამასთანავე იგი წარმოქმნის წნევას, რომელიც ადამიანის წნევას 3-ჯერ აღემატება.
3. ჟირაფის კისერს 6 მეტრამდე გაზრდა შეუძლია არადა მხოლოდ 7 მალისგან შედგება. მეცნიერებს აკვირვებთ ის ფაქტი, რომ ჟირაფის არაჩვეულებრივად გრძელ კისერში ზუსტად იმდენივე მალაა რამდენიც ააქვს თაგვს და სხვა ძუძუმწუვრებს. მაგრამ ჟირაფს სხვა ძუძუმწოვრებისგან განსხვავებით მალების სტრუქტურა განცალკევებული და “ბურთი-ორმოს” პრინციპითაა მოწყობილი, რაც არაჩვეულებრივ მოქნილობას სძენს მას. ამის წყალობით ჟირაფს თავისუფლად შეუძლია მთელი ტანის მოტრიალება და ხის კენწეროდან ფოთლების მოწყვეტა.
4. ჟირაფს თვალები ისე აქვს მოწყობილი, რომ თავის მოუტრიალებლად ნებისმიერ მხარეს შეუძლია იყუროს, ამასთანავე ისინი ფერად მხედველობას ფლობენ.
5. ფართოდ გავრცელებული მოსაზრება, იმის შესახებ, რომ ჟირაფები უხმო ცხოველები არიან-მცდარია.. ისინი ერთმანეთს 20 ჰერც-ხმოვანი ტალღებით ესაუბრებიან, რომელიც ადამიანის ყურს არ ესმის.
6. ჟირაფის სიარული ასევე ძალიან თავისებურია. მას შეუძლია ორივე ფეხი ერთდროულად აწიოს ჰაერში უკან თავის გადაწევით.( სიმძიმის ცენტრზე დაყრდნობით) ამიტომაც მორბენალი ჟირაფი თავსი ყოველთვის ძლიერად აქნევს, იგი ყოველ ნახტომზე იხრება. ერთი შეხედვით სირბილის მოუხერხებელი მანერა არ უშლის ხელს ჟირაფს 50კმ/სთ-ს განვითარებაში. მისი ნახტომი კი 8 მეტრამდე აღწევს.
ნინი ქევხიშვილი