ჯიქი მტაცებელი
ძუძუმწოვარი კატისებრთა ოჯახის, პანტერათა გვარის წარმომადგენელია. ჯიქი მსოფლიოში ერთ-ერთი უიშვიათესი ცხოველია. წარსულში ის ფართოდ იყო გავრცელებული აფრიკასა და აზიაში. ამჟამად კი მთელ დედამიწაზე 40-50 ჯიქი ბინადრობს. საქართველოში ერთადერთი ჯიქი ვაშლოვანის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შენიშნეს. იგი წითელ ნუსხაში გადაშენების უკიდურესი საფრთხის წინაშე მდგომ კატეგორიაშია შესული.
არსებობს ქვესახეობები: აფრიკული ჯიქი,
ინდოჩინური ჯიქი, ცეილონური ჯიქი, ჩრდილო ჩინური ჯიქი, შორეული აღმოსავლეთის ჯიქი, სპარსული ჯიქი, არაბული ჯიქი.
ლეოპარდს კარგად აქვს განვითარებული გარემო პირობებთან ადაპტაციის უნარი. ლეოპარდი ერთ-ერთი მოხდენილი ცხოველია დიდ კატებს შორის. მისი სხეული ძალიან მოქნილია. ლეოპარდს ლამაზად შეფერილი, ხალებიანი ბეწვი აქვს. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ ხალები მის ბეწვზე ისეთივე ინდივიდუალურია, როგორც ადამიანის თითის ანაბეჭდები. ასევე არსებობს შავი ლეოპარდი, რომელიც ცნობილია როგორც შავი პანთერა. მასაც ახასიათებს ხალებიანი საფარი, თუმცა ამ ხალების დანახვა ძალზე რთულია. შავი ლეოპარდი ბინადრობს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტყეებში, სადაც მუქი შეფერილობა მას საუკეთესო შენიღბვის შესაძლებლობას უქმნის. შავი ლეოპარდი მეტად აგრესიულია სხვა ლეოპარდებთან შედარებით. შავი პანთერა იცავს თავის ტერიტორიას უცხო მამრისაგან. ლეოპარდი ყველაზე მალული დიდი კატაა, მისი კვალის მიგნება თითქმის შეუძლებელია. როგორც ძუ, ისე ხვადი ლეოპარდები ძალიან სასტიკნი არიან. საკვების მოპოვებისას ლეოპარდი მუდამ მეტოქეობს სხვა დიდ კატებთან. ლეოპარდი ჩინებული მცოცავია და იგი მსხვერპლს მაღალ ხეებზე მიათრევს სხვა მტაცებლებისაგან დასაცავად. ლეოპარდებს ყველაზე მრავალფეროვანი საკვები აქვთ. მათი მსხვერპლის რიცხვს მიეკუთვნება, როგორც ქურციკი, ტურა და სირაქლემა, ასევე — კუ. ლეოპარდს ხშირად ნახავთ ხის ტოტზე, ან ტყის მიყრუებულ ადგილას მძინარეს, რადგან დასვენებას ისინი დიდ დროს უთმობს.

ბუნებაში არსებობს ე.წ. ირბისი იგივე თეთრი (თოვლის) ლეოპარდი (Uncia uncia), რომელიც გავრცელებულია ცენტრალურ აზიის მაღალ მთის ზონაში. იგი
ბინადრობს 3000-4000 მეტრის სიმაღლის კლდეებზე. ზამთარში ჩამოდის შედარებით დაბალ სიმაღლეზე. თეთრი ლეოპარდი ღამით ნადირობს. მას აქვს გრძელი წინა თათები, მოკლე უკანა თათები და ძლიერი გულმკერდი, რაც მას კლდიდან კლდეზე ხტომის დროს ეხმარება. თეთრ ლეოპარდს ასევე განსაკუთრებულად გრძელი კუდი აქვს, რაც წონასწორობის შენარჩუნებას უწყობს ხელს. ბოლისფერ-ნაცრისფერი, თითქმისთეთრი ბალანი რგოლისებრი მუქი ხალებით აქვს მოფენილი. ირბისი
იკვებება ჩლიქოსნებით, კურდღლებით, ფრინველებით. მაკეობა 3 თვემდე გრძელდება. შობს 3-5 ბოკვერს. მეცხოველეობას ზიანს თითქმის არ აყენებს.
ჩარლი
ჯანჯღავა