ყველა ველური ძაღლი წელიწადში ერთ ნაყარს იძლევა. მაკეობა ცხრა კვირამდე გრძელდება. მათი შეჯვარება წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლება მოხდეს, მაგრამ უფრო ხშირად იგი ემთხვევა ისეთ დროს, რომ ნაყარი დაბადებისას ხელსაყრელ პირობებში აღმოჩნდეს. აფრიკული ველური ძაღლი ლეკვებს ყრის ზამთრის მშრალ თვეებში, როდესაც, დაბალი ბალახის გამო, ნადირობა გაადვილებულია.
აფრიკულ ველურ ძაღლებში მკვეთრად შეფერილი ბეწვი ინდოვიდიალურია. მისი საშუალებით, ნადირობის დროს, მათ ერთმანეთის ამოცნობა შეუძლიათ. არც ერთ მათგანს არ აქვს იდენტური ლაქები. ეს ოჯახი
40-50 მილიონი წლის წინათ წარმოიშვა და დღეს მის წარმომადგენლებს მთელ დედამიწაზე ვხვდებით. ცხოვრების ნირით ისინი შინაურ ძაღლებსაც კი მოგვაგონებენ.