ბეჰემოტი (Hippopotamos)

ჰიპოპოტამი („ჰიპოს“ – ცხენი დაპოტამოს“ – მდინარე) დიდი ზომის ყველაფრისმჭამელი (ძირითადად  ბალახისმჭამელი) ძუძუმწოვარია, რომელიც შედის წყლისჩლიქოსანთა რიგში და ბეჰემოთის ოჯახში. დღეს-დღეობით შემორჩენილია ჰიპოპოტამის (იგივე ბეჰემოტი) მხოლოდ ორი სახეობა: ჩვეულებრივი და ჯუჯა ბეჰემოტი
ამჟამად, ბეჰემოტები ბინადრობენ აფრიკაში, საჰარის სამხრეთით. ისინი უმეტესად წყალმარჩხ ადგილებში გვხვდებიან, სადაც წყლის ტემპერატურა 35 გრადუსს აღწევს. ჰიპოპოტამის სხეული ძალიან მასიურია. სიდიდითა მასით იგი მესამეა ხმელეთის ძუძუმწოვართა შორის. რომლის წონაც 3 ტონამდე, ხოლო სიგძე კი 4,5 მეტრამდე აღწევს. ბეჰემოტს ძალიან დიდი თავი და ყბები აქვს, რომელებსაც 120 სმ-მდე აღებს, ხოლო კბენის ძალა კი 500 კგ- აღწევს.
ბეჰემოტი სოციალური ცხოველია და ისინი ჯგუფებს ქმნიან, რომელებშიც 20 მდე ინდივიდი ერთიანდება. ჯგუფი ძირითადად შედგება მდედრებისა და მათი ნაშიერებისაგან, რომელთაც როგორც წესი ზრდასრული და გამოცდილი მამრი წინამძღოლობს. ყოველ ჯგუფს აქვს თავისი საცხოვრებელი არეალი, რომელსაც მამრი ნაკელით ნიშნავს. ისინი გამალებით იცავენ თავიანთ ტერიტორიას და ტერიტორიებისათვის ბრძოლა ზოგჯერ ერთ-ერთი მამრის სიკვდილით მთავრდება.

ბეჰემოტი ხმელეთზე ძირითადად საკვებად ამოდის, ხოლო სიცოცხლის უმეტ დროს კი წყალში ატარებს. როცა სხეული მთლიანად წყალშია ჩაძირული ყურები და ნესტოები ხშირად წყლის ზედაპირზე მოსჩანს. ბეჰემოტს წყალქვეშ ნახევარ საათამდე უძლია დაჰყოს. მიუხედავად მისი ასეთი ცხოვრების წესისა, ბეჰემოტი ცუდი მოცურავეა. წყლქვეშ ის ძირითადადსირბილითგადაადგილდება, ხოლო ხმელეთზე, მოკლე მანძილზე 30 კმ/სთ-ით სირბილი შეუძლია. საკვების მოსაპოვებლად ჯგუფს ხანდახან 5-10 კმ-ის გავლა უწევთ. ბეჰემოტი დღეში 70 კგ-მდე ბალახჭამს. 
მდედრი ბეჰემოტი სქესობრივ სიმწიფდეს 6 წლის ასაკში აღწევს და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, ერთ ნაშიერს შობს. გამრავლება იწყება მშრალი სეზონის დასაწყისში და მაკეობა 8 თვე გრძელდება. ნაშიერი იბადება წყალში და დედის რძით წყალქვეშ იკვებბა. ახალშბილი საშუალოდ 50 კგ- იწონის და 7 წლის განმავლობაში დედასთან რჩება. ბუნებაში ბეჰემოტი 40 წლამდე ცოცხლობს, ზოოპარკში კი ყველაზე ხანდაზმულმა ინდივიდმა 61 წლამდე იცოცხლა
ბუნებაში ბეჰემოტს ადამინის გარდა მხოლოდ ორი მტერი ჰყავს: ნიანგი და ლომი. რომლებიც უმეტესად მხოლოდ პატარებზე ნადირობენ და ისიც მხოლოდ მაშინ, თუ დედა ახლოს არ იმყოფებაადამიანები დღემდე ანადგურებენ ამ საოცარ ცხოველს. მასზე ნადირობენ ძირითადად, ხორცის და ძვირად ღირებული ძვლის გამო.
            
                                               ანა შაიშმელაშვილი