ლომი მტაცებელი ძუძუმწოვარია კატისებრთა ოჯახიდან, პანტერათა გვარის წარმომადგენელია. მისი სხეულის სიგრძე (ხვადისა) 180-240 სმ, მასა 180-227 კგ აღქევს. ძუ ტანად ხვადზე უფრო პატარაა. ლომს აქვს ძლიერი მოქნილი სხეული, მასიური თავი, გრძელი დინგი, შავი ფუნჯით დაბოლოებული გრძელი კუდი. მოზრდილ ხვადს ფაფარიც აქვს, დანარჩენი ბალანი მოკლეა და მოყვითალო. ბოკვერი ხალებიანია. ცნობილია ლომის 2 ქვესახეობა - აფრიკული და აზიური.

ისინი ხორცით იკვებებიან. ლომის ბოკვერები, როგორც
ყველა კატისებრი ოჯახის წარმომადგენლები, ძუძუმწოვრები არიან. ბოკვერები რომ დაიბადებიან: ისინი უცნობ სამყაროში ხვდებიან, როცა იზრდებიან სწავლობენ ნადირობას. ლომების ოჯახში ახალი შთამომავლობა დიდი რაოდენობით, რომ შეგროვდება, ოჯახიდან
წასვლა უწევს. ოჯახიდან გასულები თავის
ოჯახს ქმნიან. ასეთ გზას გადის ლომის ყველა
ბოკვერები.
ლომებს ძალზე მაგარი ძვლები, აგრეთვე ბასრი ბრჭყალები და კბილები აქვთ. სხეულის დახვეწილი წყობილობა და ძლიერი კუნთები ეხმარებიან სირბილში. მაგრამ ნადირობაში ხელს მათ
არა მარტო კუნთების სიძლიერე უწყობს, არამედ გამჭრიახი გონებაც შველით. მათ ყოველთვის უწევთ იმის გათვლა რომელი მხრიდანაა უმჯობესი თავდასხმა და საიდან უბერავს ქარი იმისთვის რომ მსხვერპლმა წინასწარ ვერ იგრძნოს საფრთხის მოახლოება. მათ ასევე ჩინებული სმენა გააჩნიათ, მისი დახმარებით ისინი იგებენ ყველა ცხოველის ხმას. რაც
შეეხება მხედველობას - ისინი სიბნელეშიც კი ხედავენ თავის მსხვერპლს, ამიტომაც მათ ღამის მონადირეებს ეძახიან.
საბა შამათავა