ჯიხვი აღმ. კავკასიური - Capra cylindricornis

კლასიფიკაცია: აღმოსავლეთ კავკასიური ჯიხვი ღრურქიანების ოჯახის (Bovidae)და მთის თხების გვარის წარმომადგენელია. იგი კავკასიის ენდემია

გავრცელება: გავრცელების არეალი მოიცავს აღმოსავლეთი კავკასიის, რუსეთის, საქართველოს და აზერბაიჯანის ტერიტორიიებს. სამწუხაროდ მეცხრამეტე საუკუნიდან აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის პოპულაცია საგრძნობლად შემცირდა. რისი მთავარი მიზეზიც მათზე უკონტროლო ნადირობა გახდა. ამჟამად ამ სახეობის საერთო რაოდენობა დაახლოებით ათი ათასი ინდივიდიღაა და ის “განაშენების საფრთხის ზღვარზე“ იმყოფება. აქვე უნდა ითქვას, რომ ამ ცხოველების გავრცელების ზოგიერთ რეგიონებში გატარებულმა პოპულაციის დაცვის ღონისძიებებმა შედეგი გამოიღო და ამ რეგიონებში ჯიხვის აღნიშნული სახეობის რაოდენობა კვლავ გაიზარდა.

აგებულება: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვის აგებულება მასიურია. მამრებს დიდი დიამეტრის მქონე სპირალურად დახვეული რქები აქვს, რომელთა სიგრძეც ერთ მეტრს აღწევს (წევრი უფრო მოკლე აქვს, ვიდრე დასავლეთკავკასიურ ჯიხვს, რქები კი, უფრო გრძელი) ხოლო მდედრების რქების სიგრძე სულ რაღაც 30სმ-ს. მამრების სხეულის სიგრძე 130-150 სმ-ია, კიდურები შედარებით მოკლე. მხრებში სიმაღლე 79-98 სმ, წონა კი 55-100კგ-ია. მდედრები შედარებით უფრო პატარა ტანისები არიან და მათი წონა 45-55 კგ-ს აღწევს. სეზონების მიხედვით იცვლება მატყლის შეფერილობა. როგორც წესი, ზამთრის მატყლი მუქი ყავისფრიდან ღია ყავისფრამდე იცვლება. ზაფხულის მატყლი კი გაცილებით უფრო ღია და მოწითალო შეფეროლობისაა.

ჰაბიტატი, რაციონი და ქცევა: აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვი ბინადრობს მთების კლდოვან ფერდობებზე, ზღვის დონიდან 800-4200 მეტრის სიმაღლეზე. აქ ის გვხვდება როგორც მდელოებზე, ასევე ქვიან და ტყიან ადგილებშიც. ზაფხულის განმავლობაში ჯოგები მაღალ ადგილებში გადადიან, ხოლო შემოდგომით კი 1500-2000 მეტრით უფრო ქვემოთ ჩამოდიან. მათი რაციონი ბალახებისა და ფოთლებისგან შედგება (ფოთლებით ძირითადად ზამთარში იკვებებიან). საკვების მოპოვებისას ჯიხვი დღეში 15-20 კილომეტრს გადის. აღმოსავლეთკავკასიური ჯიხვები დროდადრო დიდ ჯოგებს ქმნის, რომლებშიც ხანდახან რამდენიმე ასეული ინდივიდი გროვდება. უფრო სტაბილურია მცირე ზომის ჯგუფები სადაც 10-12 ცხოველი ერთიანდება. დაწყვილების პერიოდი ნოემბერ-იანვარშია. ამ დროს ინდივიდუალურად მცხოვრები მამრები მდედრების მცირე ჯგუფებს უერთდებიდან. მდედრის ყურადღების მოსაპყრობად მამრებს შორის გააფთრებული შეჯიბრი იმართება. მაის-ივნისში, მაკეობის 150 დღიანი პერიოდის შემდეგ, მდედრი შობს ერთ, იშვიათად ორ ნაშიერს. ნაშიერები საკმაოდ მოძრავნი არიან და დაბადებიდან ერთ დღეში კლდეებზეც ძრომიალი შეუძლიათ. ერთ თვეში კი ბალახით კვებას იწყებენ, მაგრამ ამავდროულად კიდევ სამი თვის განმავლობაში რძითაც იკვებებიან.

                                                                                                  ავტორი: გიორგი კავლელიშვილი.