მტაცებელი ძუძუმწოვრების ძაღლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. ისინი
გავრცელებულები არიან ყველგან ანტარქტიდის გარდა. მათ გვარში 6 სახეობაა.განსაკუთრებით ბევრია მათი რაოდენობა
ველებსა და უდაბნოებში.ასევე ბინადრობენ ტყეში და სხვა ადგილებში. ცხოვრობენ სოროში,რომელსაც
თვითონ თხრიან. ზოგჯერ მაჩვის ან სხვა ცხოველის სოროს იკავებს. იყენებს ბუნებრივ თავშესაფარს:მღვიმეებს,კლდის
ნაპრალებს,წაქცეული ხეების ფუღუროებს და ა.შ. იგი აქტიურია დღისითაც და ღამითაც.
მელიას აქვს წაგრძელებული სხეული,
შედარებით მოკლე კიდურებით, კუდი ძალიან გრძელია. წინა კიდურებზე ხუთი თითია, უკანაზე ოთხი.
სიმაღლეში მელას 2 მეტრზე ახტომა შეუძლია, კარგად ცურავს. ზრდასრული მელიის სიგრძე 35-45
სანტიმეტრს აღწევს. საინტერესო აისიც, რომ ის გაცლებით ნაკლებს იწონის ვიდრე იმავე ზომის ძაღლი.
მხედველობა შედარებით
სუსტი აქვს, ხოლო ყნოსვა და სმენა კარგი.იგი გამოირჩევა სიფრთხილით და სიჭკვიანით.
იკვებება როგორც ხორცით, ძირითადად, თაგვისებრი მღრღნელებით, ასევე მცენარეული საკვებითაც.ისინი წელიწადში ერთხელ
მრავლდებიან.შობს 3 ან 12 ლეკვს,რომლებსაც თვენახევარი რძით კვებავს.მას სარგებლობა
მოაქვს მავნე მღრღნელების განადგურებით.
ამჟამად, ზოოპარკში 7 მელაა - ოთხი მდედრი და 3 მამრი.ისინი
ტერიტორიას მაჩვებთან იყოფენ,რაც ბუნებაში ჩვეული მოვლენაა.ზოოპარკში ყოფნის დროს გამრავლდნენ
კიდეც და შესანიშნავად გრძნობენ თავს.მელიები დროის საკმაო ნაწილს სოროში ატარებენ, მაგრამ გარეთ
გამოსულსაც ხშირად ხედავენ. ისინი მართლაც ძალიან ლამაზი, ცნობისმოყვარე და ხალისიანი
ცხოველები არიან.
ვანიკო ხელაძე