ლემური Lemur catta

იგი ნახევრად მაიმუნი საკუთრივ ლემურების გვარის წარმომადგენელი. მისი სხეულის სიგრძე 40 სმ აღწევს, კუდისა — 55 სმ. ზურგის მხარე და თავი რუხია, მუცლისა მოთეთრო, კუდზე — 15-16 შავი რგოლი აქვს, მამალს მხარზე და წინამხარზე სურნელოვანი ჯირკვლები აქვს. ბინადრობენ კუნძულ მადაგასკარის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში, ღია ადგილებში, კარგად ცოცავენ კლდეზე. იკვებებიან ლეღვისა და სხვა მცენარეების ნაყოფით. კარგად იტანენ ტყვეობას.
                                                                                             ანა  ამონაშვილი