სინდიოფალა Mustela nivalis

დედოფალა - სინდიოფალა, ეკუთნის კვერნისებრთა ოჯახს. გავრცელებულია ევროპაში, აზიაში (გარდა სამხრეთისა), ჩრდილოეთ ამერიკაში.
საქართველოში გვხვდება დედოფალას ორი სახეობა: დიდკავკასიური დედოფალა და მცირეკავკასიური დედოფალა. აქვს ხშირი, მოკლე ბეწვით დაფარული  წაგრძელებული და მოქნილი სხეული. სხეულის სიგრძე 13-28 სმ, კუდისა 4-6 სმ, წონა  50-100გრ.  საქართველოში გავრცელებულია ყველგან 3500 მ სიმაღლემდე ზღვის დონიდან. ადგილისმყოფელი მრავალგვარია: ველები,
ზეგნები, ბუჩქნარები, ტყის მასივები. მაღალ მთიანეთში გვხვდება კლდოვან ადგილებში, ქვაყრილებში. ზოგჯერ სახლდება სოფელში და ქალაქის გარეუბნებში, სადაც ბინადრობს ეზოებსა და ნაგებობებში. ბუდეს იკეთებს მღრღნელების სოროებში, მაგრამ ხშირად თავს ესხმის კურდღლებსა და ფრინველებს. ჭამს გველებს, ხვლიკებს, ზოგჯერ მწერებს. საკვების გამოლევის შემთხვევაში იცვლის საბინადრო ადგილს. ნადირობს მთელი დღე-ღამის განმავლობაში, მაგრამ უფრო ხშირად ღამით.  ბეწვი მდარე ხარისხისაა, რის გამოც სარეწაო მნიშვნელობა არ აქვს

                           
  ლევანი თავზარაშვილი  და  ანანო თავზარაშვილი