დათვისებრთა ოჯახში გაერთიანებულია
შვიდი სხვადასხვა სახეობა,
რომლებიც მსოფლიოს განსხვავებულ
კუთხეებში ბინადრობენ და ინდივიდუალური დამახასიათებელი ნიშნებით
გამოირჩევიან. მართალია, დათვები
საკმაოდ განსხვავდებიან სიდიდით, მაგრამ ყველა მათგანს აქვს მასიური ტანი, მოკლე, მძლავრი
კიდურები და მოკლე კუდი.
დათვის კიდურები დიდი და ბრტყელია,
თითოეული აღჭურვილია ხუთი გრძელი და ბასრი
ბრჭყალით, რომლებიც, კატებისგან განსხვავებიტ,
ჩამალული
არ არის. დათვის
მთელი სხეული დაფარულია ხშირი ბეწვით, რომელიც
სახეობის მიხედვით განსხვავდება
ფერითა და სიგრძით.
მათ ფართო თავზე პატარა
თვალები და მომრგვალებული
ყურები აქვთ. ცხვირი
პრიალა და მუდამ სველი აქვთ, ძღლების
მსგავსად. დათვი, ჩვეულებრივ,
მოზრაობს. იგი გადაადგილდება
ოთხივე კიდურით და ტიტქოს დაფლატუნობს.
თუმცა საფრთხის შემთხვევაში
ჩქარი სირბილიც შეუძლია.
ამ დროს მისი სიჩქარე 50-60 კმ/სთ-ს
აღწევს. დათვების შედარებით
პატარა სახეობები კარგი მცოცავებიც არიან.
მათ ხშირად ნახავთ ხეზე ასულს და იქ დაძინებულს.
ყველა დათვი კარგი მოცურავეა, თუმცა თეთრ დათვს არცერთი არ შეედრება.
კვება – მართალია, დათვი მტაცებლების რიცხვს
ეკუთვნის, მაგრამ სხვა მტაცებლებისგან განსხვავებით,
ყველაზე ნაკლებად ჭამს ხორცს და ძირითადად მცენარეებით
იკვებება, ამგვარად ის ყველაფერს
მიირთმევს, მცენარეებსაც და ხორცსაც რასაც უფრო ადვილად
მოიპოვებს. შერეული საკვების მიღებამ შეცვალა დათის კბილების აგებულება.
მჭრელები მას უფრო განვითარებული აქვს, ვიდრე სხვა მტაცებლებს, რის საშუალებითაც ის კბეჩ
მცენარეულ საკვებს.
გამონაკლის წარმოადგენს
თეთრი დათვი თოვლიან
და ყინულიან გარემოში მცენარეები
არ ხარობს, ამიტომ ეს დათვი აქტიური მონადირეა.
უფრო ხშჰირად მის მსხვერპლს
სელაპი წარმოადგენს სხვა, ძირითადად,
ხილით, კენკრიტ, ბოლქვებით,
სოკოებით, თხილით და რკოთ
იკვებებიან. ამას ამატებენ
მწერებსა და თფლს. დათვები ასევე,
მიირთმევენ პატარა ძუძუმწოვრწბსა
და რწპტილიებს თუკი მათ სიახლოვეს
შენიშნავენ და დაიჭერენ.
მურა დათვი მართალია, გაქრა ბევრ იმ ადგილას, სადაც ადრე ბინადრობდა,
მაგრამ იგი მაინც წარმოადგენს ყველაზე
ფართოდ გავრცელებულ დათვის
სახეობას. ყველაზე მეტი მურა დათვი ბინადრობს ჩრდილოეთ
ამერიკაში, კანადაში, ჩრდილოეთ ევროპასა და რუსეთში
შედარებით გვხვდება სამხრეთ
რაიონებში, მაგალითად მექსიკაში,
ესპანეთში, თურქეთში, ირანსა
და ჰიმალაებში. ასევე, იშვიათად ვხვდებით
მურა დათვს იაპონიში.
ამ სახეობას გააჩნია
რამოდენიმე ქვესახეობა, ყველაზე ცნობილია ჩრდილოეთ ამერიკაში
მობინადრე გრიზლი. ერთ-ერთი
ქვესახეობაა მურა დათვებში
ყველაზე დიდი ჩრდილოეთ
ამერიკის მურა დათვი,
რომელიც სიდიდით თეთრ დათვსაც კი ეჯიბრება ხმელეთის
ყველაზე დიდ მტაცებლის
ტიტულისათვის. სხვადასხვა ქვესახეობის
მურა დათვების ბეწვის
საფარი განსხვავდება შეფერილობით.
იგი შესაძლოა იყოს მკრთალი ყვითელი,
მოწითალო, მოშავო-მოყავისფრო, ვერცხლისფერი
ან მოცისფრო, ისეთი როგორიცაა გრიზლი.
მისი სახელწოდებაა სწორედ
მის შეფერილობიდან მომდინარეობს,
რადგან სიტყვა „გრიზლი“ ნაცრისფერს ნიშნავს.
მურა დათვები
თავს ტყეს აფარებენ
და გამოდიან მხოლოდ
საკვების მოძიების შემთხვევაში.
მათი რაციონი ყველაზე
მრავალფეროვანია სხვა დათევბთან
შედარებით. მაგალითად, კანადაში
მობინადრე მურა დათვი საუკეთესო მეთევზეა
და ამიტომ მისი კვებითი რაციონის
ძირითად კომპონენტს თევზი წარმოადგენს. მურა დათვებს აქვთ განსაკუთრებით გრძელი
ბრჭყალები, რომლებიც მათ თევზაობისა და ნადირობის დროს ეხმარება.
ავტორი ანა ტარიელაძე